სკანდალი თბილისის საბავშვო ბაღში: პედაგოგს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიChildren
Children - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უხეშად ეპყრობა ბავშვებს ცეკვის მასწავლებელი.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის №98 საბავშვო ბაღის 5 წლის აღსაზრდელის მშობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გაარკვიეს, რომ ცეკვის მასწავლებელმა ნანა აფციაურმა ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

ბავშვის დედამ ნინო აღდგომელაშვილმა დირექტორს ვიდეოჩანაწერის ნახვა მოსთხოვა, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი აღსაზრდელებს უხეშად აყენებს სკამებიდან, მათ შორის, აღდგომელაშვილის შვილს, რომელიც ყურის აწევით ოთახის კუთხისკენ მიჰყავს.

"მან (მასწავლებელმა) გაფრთხილება მიიღო, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს, რადგან მასწავლებელი ბავშვების მიმართ აშკარად აგრესიულია", — განაცხადა აღდგომელაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ზე.

ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
აურზაური თბილისის სკოლაში: იყო თუ არა ძალადობა

როგორც მან აღნიშნა, №98 ბაღში მისი ორი შვილი დადის და მას აღარ შეუძლია საკუთარი შვილები აღნიშნულ ბაღში კვლავ ატაროს. ის ცეკვის მასწავლებლის გათავისუფლებას მოითხოვს.

პედაგოგი ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვი ხმაურობდა და მას გაკვეთილის ჩატარებაში ხელს უშლიდა, რის გამოც მან ბავშვი დარბაზიდან გამოიყვანა, რაც მას ცოტა უხეშად მოუვიდა.

საბავშვო ბაღის დირექტორი თამილა მესხორაძე ადასტურებს, რომ მასწავლებლის მხრიდან მკაცრ მოპყრობას ადგილი ჰქონდა, რისთვისაც პედაგოგმა გაფრთხილება მიიღო. მესხორაძის სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ფაქტები სხვა დროს არ დაფიქსირებულა, ხოლო მასწავლებელს აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მისთვის გამოსაცდელი ვადა მიეცათ და სამსახურში დაეტოვებინათ.

საქმეს თბილისის საბავშვო ბაღების გაერთიანების მონიტორინგის სამსახური სწავლობს. მონიტორინგის შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. თუ დადასტურდება, რომ მასწავლებელმა ბავშვების მიმართ ძალა გამოიყენა, მას სამსახურიდან გათავისუფლება და საბავშვო ბაღებში მუშაობის უფლება ჩამოერთმევა.

ყველა ახალი ამბავი
0