2016 წლიდან საქართველოში 23 პედაგოგი დაითხოვეს

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლეები გაკვეთილზე სკოლაში
მოსწავლეები გაკვეთილზე სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისიდან უკვე ოთხი პედაგოგი დაითხოვეს

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტების გამო საქართველოში 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე 23 პედაგოგი დაითხოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.

2016 წელს ამის ფაქტების გამო დაითხოვეს 14 მასწავლებელი, 2017 წლის იანვრიდან — 9. აქედან 4 შემთხვევა ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოხდა.

სულ ამ პერიოდში სხვადასხვა უწყების მიერ გამოვლინდა ძალადობისა და ბულინგის 4 400 შემთხვევა. აქედან 500 შემთხვევა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა, დანარჩენებზე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს.

Children - Sputnik საქართველო
სკანდალი თბილისის საბავშვო ბაღში: პედაგოგს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ

„როდესაც ბავშვების მიმართ მასწავლებლისა ან სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობის ფაქტები დასტურდება, ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება ხდება", — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განათლების სამინისტრო სკოლებში ძალადობის ფორმების გამოვლენაზე და აღმოფხვრაზე სისტემატურად მუშაობს. უწყებაში აღნიშნავან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არამარტო აღნიშნულ ფაქტებზე დროული რეაგირება, არამედ პრევენციული ზომების გატარება.

პედაგოგების და ზოგადად სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობიერების ასამაღლებლად, ტრენინგები და სემინარები ტარდება, იმისათვის, რომ დესტრუქტიული ქცევის მქონე მოსწავლეების ქმედებებზე მათ სწორი რეაგირება გამოიმუშაონ.

სკოლის დერეფანი - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტები გამოვლინდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რომელიც გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით 2016-2017 წლებში საქართველოს 109 სკოლაში ჩატარდა, მოსწავლეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს „ძალადობის" ზუსტი განსაზღვრება არ ესმით. უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ განასხვავონ დისციპლინარული ზომები ძალადობისგან, აღნიშნა ქურციკიძემ. ყვირილი, დამცირება, ხშირ შემთხვევებში — ცემა მათ სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტი ჰგონიათ და არა ძალადობა ან ბავშვის დამცირება.

 

ყველა ახალი ამბავი
0