თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებელთა დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.
IRI-ს სადამკვირვებლო მისიის 5-კაციანი ჯგუფი უშუალოდ არჩევნების დღეს გაუწევს მონიტორინგს. კერძოდ, დამკვირვებლები სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, უბნის დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.
დელეგაციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებს, თბილისის გარდა, რეგიონებშიც დააკვირდებიან.