NDI ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

გამოწერა
NDI-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 22 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დამკვირვებელთა საერთაშორისო დელეგაცია ჩამოვიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
დასახელდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან"

მისია საქართველოს მასშტაბით გამართავს შეხვედრებს ხელისუფლების, ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან და აგრეთვე პარტიების ლიდერებთან.

უშუალოდ არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, უბნის დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.

NDI-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 22 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.

NDI-ს სადამკვირვებლო მისიას აშშ-ის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0