თბილისის საქველმოქმედო მარათონი მაინც ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მარათონის ერთ-ერთი მონაწილე
თბილისის მარათონის ერთ-ერთი მონაწილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია და მარათონის ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარების ადგილისა და დროის შსახებ შეთანხმდნენ

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქველმოქმედო მარათონის (Tbilisi marathon) ორგანიზატორებსა და თბილისის მერიას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ 22 ოქტომბერს გარბენი მაინც ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის მერიამ ღონისძიების ორგანიზატორებს გარბენის ჩატარების დროისა ან ადგილის შეცვლა მოსთხოვა. ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ქალაქში ავტოტრანსპორტის პარალიზების მოსალოდნელი საფრთხის გამო მიიღო.

საორგანიზაციო ჯგუფმა ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან ცვლილებები უამრავ ტექნიკურ პრობლემებს გამოიწვევდა, რომელთა გადაწყვეტა ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შეუძლებელი იქნებოდა.

თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
ვინ მიიღო „თბილისი მარათონი 2017"-ის გაუქმების გადაწყვეტილება

„დღეს, ქალაქის მერიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მიღწეულია შეთანხმება ღონისძიების დროის, ადგილის და ფორმატის შესახებ", — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების წერილში.

ორგანიზატორებმა მოიხადეს ბოდიში გაუგებრობისა და უსიამოვნების გამო, რომელიც ღონისძიების გაუქმების განცხადებამ გამოიწვია.

„ძვირფასო მორბენლებო! გვინდა გამცნობოთ რომ თბილისიმარათონი 2017 კვლავ გაიმართება 22 ოქტომბერს! ეს თქვენი და თქვენი მხარდაჭერის უდიდესი დამსახურებაა! გელოდებით 22-ში სტარტზე!", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მარათონელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 56-ე ადგილი დაიკავა

10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენზე რეგისტრაციის ღირებულებაა 15 ლარი, 21,1 კილომეტრზე — 20 ლარი.

6-დან 11 წლამდე ბავშვებს სთავაზობენ 500-მეტრიან, ხოლო 11-დან 15 წლამდე მოზარდებს — ერთკილომეტრიან დისტანციას. ბავშვებისთვის გარბენი უფასო იქნება. წელს ბავშვთა მარათონში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 200 ადამიანს შეადგენს.

2017 წელს მარათონზე სიახლე იქნება — ორგანიზატორებმა გუნდური ესტაფეტა დაამატეს.

მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ. 2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.

Tbilisi Marathon-ი მეექვსედ ტარდება. პირველად ის 2012 წელს ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0