ქართველმა მარათონელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 56-ე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Denis Aslanovდავით ხარაზიშვილი
დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ხარაზიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში მარათონული გარბენის 100 მონაწილეს შორის 56-ე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გარბენში 56-ე ადგილი დაიკავა. მისი დრო შეადგენდა 2 საათს, 24 წუთსა და 24 წამს. ჩემპიონატი ამ დღეებში ლონდონში მიმდინარეობს.

ხარაზიშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც მძლეოსნობაში მსოფლიო პირველობაზე კვალიფიკაციის მიღება შეძლო.

მარათონული გარბენის სტარტზე 100 სპორტსმენი გავიდა. აქედან 29-მ სხვადასხვა მიზეზის გამო ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.

მარათონის გამარჯვებული გახდა კენიელი ჯეფრი კირუი (2:08:27). მეორე ადგილი დაიკავა ეთიოპიელმა ტამირატ ტოლამ (2:09:49), ხოლო ბრინჯაო ტანზანიელ ალფონს ფელიქს სიმბუს ერგო (2:09:51).

ამ სეზონზე ხარაზიშვილის საუკეთესო შედეგი შეადგენს 2 საათს, 18 წუთსა და 4 წამს, ხოლო მისი საუკეთესო მიღწევაა 2:16:17.

ყველა ახალი ამბავი
0