ავსტრიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები. ვენა
მსოფლიოს ქალაქები. ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს მთლიანად ავსტრიის შსს ახორციელებს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ავსტრიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება Риа Новости.

ზოგიერთი უბანი დილის 5:00 საათზე, ზოგი — 10:00 საათზე გაიხსნა. ქალაქებსა და კომუნებს უბნების მუშაობის საათების დადგენა დამოუკიდებლად შეუძლიათ. თუმცა მოსალოდნელია, რომ 17:00 საათისთვის ყველა უბანი დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება.

სებასტიან კურცი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ავსტრიაში ხმის მიცემის უფლება 16 წელს ზემოდ მოქალაქეებს აქვს, ბოლო მონაცემებით, ეს 6 401 304 ადამიანია, მათგან 51,7% — ქალებია. უცხოელებსა და ევროკავშირის მოქლაქეებს ამ დღეს ხმის მიცემის უფლება არ გააჩნიათ.

უცხოეთში მცხოვრებ ავსტრიელებს, ასევე იმ ამომრჩველებს, რომელებსაც არჩევნების დღეს ხმის მიცემა საკუთარ უბანზე არ შეუძლიათ, ამის გაკეთება ფოსტით შეუძლიათ.

არჩევნების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს პრაქტიკულად მთლიანად ავსტრიის შსს ახორციელებს, ასევე მმართველობის რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები.

საქართველო-ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია - Sputnik საქართველო
თბილისი - ვენა: ეკონომიკა ყველაფერზე წინ

არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, ყველაზე პოპულარულია ავსტრიის კოალიციური სახალხო პარტია (OEVP) საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის მეთაურობით, მმართველ კოალიციაში მეორე — სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე რესპუბლიკის კანცლერი კრისტიან კერნი, მემარჯვენე-ნაციონალისტური თავისუფლების პარტია (FPOE) ჰანს-კრისტიან შტრაჰეს მეთაურობით. ეროვნულ საბჭოში ადგილების მოპოვების შანსები ასევე აქვთ: პარტია NEOS-ს (ლიდერი — მატიას შტროლცი), "მწვანეებს" და მათ წარმომადგენელ ულრიკე ლუნაჩეკს, და ოთხკაციან "პეტერ პილცის სიას".

ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შედის 183 დეპუტატი, რომლებსაც მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 4%-იანი ზღვარი უნდა გადალახოს.

ყველა ახალი ამბავი
0