მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

© FB / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსებასტიან კურცი და მიხეილ ჯანელიძე
სებასტიან კურცი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გაემგზავრა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტის მსვლელობისას მოლაპარაკებები გამართა ავსტრიელ კოლეგა სებასტიან კურცთან და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჯანელიძე ტალინში ორდღიანი ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა. ის მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში.

მოლაპარაკებების დროს ჯანელიძემ და კურცმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის წარმატებული და აქტიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნამ.

მიხეილ ჯანელიძე, ელმარ მამედიაროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
თბილისმა, ბაქომ და ანკარამ სამწლიანი სამოქმედო გეგმა დასახეს

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ავსტრიული კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში.

დიპლომატებმა ასევე მიუთითეს ეკონომიკური ურთიერთობების დიდ პოტენციალზე და მისი სრული რეალიზებისთვის მუშაობის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ავსტრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს საგარეო კურსის სრული მხარდაჭერა და აღნიშნა ქვეყნის წარმატება ინტეგრაციის პროცესში.

მინისტრები ასევე შეეხნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას და პრობლემურ რეგიონებში მშვიდობის დამყარების პროცესში ეუთოს როლი აღნიშნეს.

მინისტრებმა აგრეთვე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრის სამიტზე და იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს "აღმოსავლეთ პარტნიორობას" და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

პროექტი "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროსაბჭოსა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0