ზუროსმა გააგრძელა კონტრაქტი საქართველოს კალათბურთის ნაკრებთან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწვრთნელი ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე უხელმძღვანელებს

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააგრძელა და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარიგების ფინანსური მხარე არ გახმაურებულა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში 19 პოზიციით დაწინაურდა

ზუროსი საქართველოს ნაკრებთან იმუშავებს მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც 2019 წელს ჩინეთში გაიმართება. ძირითადი ამოცანა, რომელიც ბერძენი მწვრთნელის წინაშე დგას — საქართველოს ნაკრების 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისათვის მომზადება.

„მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას — მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ", — განაცხადა ზუროსმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.

ბერძენმა სპეციალისტმა სინანულით აღნიშნა, რომ გუნდის განკარგულებაში აღარ იქნებიან ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში კარიერა ევრობასკეტ-2017-ის შემდეგ დაასრულეს. ზუროსის თქმით, ამ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია ("ბასკონია", ესპანეთი) და გიორგი შერმადინი ("უნიკახა", ესპანეთი). ეს უკავშირდება იმას, რომ ევროლიგა და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ვერ შეთანხმდნენ იმ საკითხზე, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ინტერესებში ევროთასის ტურნირის რეგულარული ჩემპიონატის ნოემბრისა და თებერვლის მატჩები სამშაბათობით ჩატარდეს.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრმა ტრავმა მიიღო

„დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ. ახლა, საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელბი საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე", — აღნიშნა ზუროსმა.

51 წლის ზუროსი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტ-2017-ზე კვალიფიცირება შეძლო, მაგრამ ტურნირის ჯგუფური სტადიის გადალახვა და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

ყველა ახალი ამბავი
0