საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრმა ტრავმა მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკალთბურთო კლუბ „ბასკონიის“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ „ბარსელონასთან“ შეხვედრის წინ ტრავმა მიიღო

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიის“ თავდამსხმელმა წინასეზონურ მატჩში ტრავმა მიიღო, აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

25 წლის ქართველ ფორვარდს ისრაელის „ხაპოელის“ წინააღმდეგ ტესტ–მატჩში ფეხი გადაუბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, შენგელიას ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის და კალათბურთელი მწყობრში ორ კვირაში ჩადგება. 

ამგვარად, შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის დასაწყისს გამოტოვებს, რომელიც 29 სექტემბერს იწყება. პირველ გასვლით თამაშს „ბასკონია“ „ბარსელონასთან“ გამართავს.

შენგელია ესპანურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ–ერთი ლიდერია. ამჟამინდელი სეზონის დაწყების წინ ქართველი თავდამსხმელი გუნდის კაპიტანი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0