თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIBA-ს განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.
ეს პოზიცია საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მაქსიმუმია. FIBA-ს რეიტინგში საქართველოს გუნდს ასეთი მაღალი რეიტინგი არასდროს ჰქონია.
ევრობასკეტი 2017-ისთვის მზადებამდე ილიას ზუროსის აღსაზრდელებს მსოფლიოში 47-ე ადგილი ეკავათ, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში სერბეთის, საბერძნეთისა და ლატვიის გუნდებთან გამარჯვებისა და ტურნირზე ლიტვისა და ისრაელის გუნდების დამარცხების წყალობით 19 პოზიციით დაწინაურება შეძლო.
FIBA-ს რეიტინგის სათავეში აშშ-ის ნაკრებია. მეორე ადგილზე ესპანელები არიან, ლიდერთა სამეულს კი სერბეთის ნაკრები ასრულებს.