თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან გავიდა ქვეყნის 2 მილიონ 910 ათას 387 მოქალაქე, ხოლო დაბრუნდა 2 მილიონ 860 ათას 942 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
ამგვარად, დროის ამ მონაკვეთში ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ადამიანებს შორის განსხვავება 49 ათას 445 ადამიანია.
შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13,1%-ით მეტია, ხოლო დაბრუნებული მოქალაქეების — 12,7%-ით.
გასული წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან გავიდა 2 მილიონ 573 ათას 484 ადამიანი, ხოლო შემოვიდა 2 მილიონ 538 ათას 814 ადამიანი, ანუ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა 34 ათას 670 ადამიანით მეტია.
იხილეთ ასევე სტატია „საქართველოს დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება ემუქრება" >>
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2017 წლის 1 იანვრისთვის 3 მილიონ 718 ათას ადამიანს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატი" მოსახლეობის შემცირებას იმით ხსნის, რომ ერთ წელიწადში 2,4%-ით (98,3 ათასი ადამიანი) გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა.