სინოდმა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდის მიღწევები განიხილა

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქმა სინოდის წევრებს შესთავაზა წიგნის გამოცემა, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში ქართული ეკლესიის მოაღვაწეობას მიეძღვნება და აღნიშნულ პერიოდში ყველა ეპისკოპოსს მათი ეპარქიების საქმიანობის აღწერა დაავალა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. წინდა სინოდმა საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 40-წლიანი პატრიარქობის მიღწევები და შეცდომები განიხილა.

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სხდომა ილია მეორემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ იწურება 40 წელი მისი პატრიარქობისა და საჭირო იყო შეკრება და ყველაფრის განიხილვა. სხდომას, რომელსაც 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა, თავად კათოლიკოს-პატრიარქი თავმჯდომარეობდა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო; მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა", — ბრძანა პატრიარქმა.

სხდომაზე სიტყვით წარდგა საჩხერისა და ჭიატურის მიტროპოლიტი დანიელი. მან მოკლედ მომოიხილა ილია მეორის 40-წლიანი პატრიარქობის პერიოდი და განიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც უწმინდესის ძალისხმევის შედეგად გადაიდგა. ხაზი გაესვა სამღვდელოებისა და ეპარქიების გამრავლებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: საქართველოს სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა მას, ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.

„ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება", — აღნიშნა დანიელმა.

წმინდა სინოდმა მოიწონა მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.

პატრიარქმა ილია მეორემ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40-წლიანი ისტორიის აღწერის მნიშვნელობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში. თითოეულმა მღვდელმთავარმა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მათი ეპარქიების მოღვაწეობის სრული აღწერილობა საპატრიარქოს უახლოეს დროში უნდა წარუდგინოს.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორის მიმართვა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

წმინდა სინოდის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს გურჯაანის და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმეს, მიტროპოლიტ სერაფიმეს და ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) პერსონალური საკითხები.

კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგება ღვთისმსახურების უფლება, რომელიც მედია-საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით მას ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო შეუჩერდა. მას ბრალი როგორც ავარიაში დამნაშავეს ედებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი უდანაშაულობა დამტკიცდა.

რაც შეეხება ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს, რომელიც შარშან დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი თხოვნით გადადგა, სინოდის გადაწყვეტილებით ის მამათა მონასტერში უნდა გამწესდეს და მას მღვდელმოქმედების უფლება აღუდგება. მედია-საშუალებების ინფორმაციით, ბორჯომის ერთ-ერთი ოჯახი და მრევლის ნაწილი მას არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული

ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მოუწოდეს, რომ ის უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას და მონასტერში სინანულისათვის გამწესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი მის პერსონალურ საკითხს აღარ დაუბრუნდება.

ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი სინოდმა პირველად 1990-იან წლებში განიხილა, მრევლის საჩივრების შემდეგ, წლების შემდეგ კი მას მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს. იმ დროიდან ის სასულიერო საქმიანობას დამოუკიდებლად ასრულებს და პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად მოხვედრსაც ცდილობს.

შარშან ის პარტია "საქართველოდან" მარნეულში ერთმანდატიან ოლქში კანდიდადის სახით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ხმების 0,32% დააგროვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0