რამდენად სიცოცხლისუნარიანია საქართველო–ნატო–რუსეთის ფორმატი – ექსპერტთა მოსაზრებები

© Sputnik / Levan Avlabreliნატოსა და საქართველოს დროშები
ნატოსა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ბრიუსელში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადაა.

სხვათა შორის, რეზოლუცია გერმანულმა მხარემ მოამზადა. ცნობილია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი ეჭვობენ 2008 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, რამდენად ვიმსახურებთ ამ პატივს. პარალელურად, საქართველოში აქტუალურია „პატრიოტთა ალიანსის“ იდეა ნატო–რუსეთი–საქართველოს მოლაპარაკებების ფორმატის შექმნის შესახებ, რაც უდავოდ წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ ფორმატში თანამშრომლობას.

ჩვენ დავინტერესდით, მსოფლიოში არსებული პრაქტიკულად ახალი კონფიგურაციის ფონზე რამდენად შესაძლებლად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები ასეთი ფორმატის დიალოგს და როგორ შეიძლება საქართველო გაუმკლავდეს საგარეო საფრთხეებს.

ადა მარშანია - Sputnik საქართველო
„პატრიოტებმა" მოსკოვში შეხვედრები შეაჯამეს

ექსპერტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ფორმალურად შეიძლება რაღაც გარკვეული მექანიზმების ძიება. „თუმცა, რასაც ჩემი გამოცდილებით ვუყურებ, დიპლომატიური მოლაპარაკებების რეჟიმში ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როდესაც საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილა პროცესი. ამიტომაც პირადად მე ამ ფორმატს მაინც და მაინც სიცოცხლისუნარიანად ვერ ვხედავ. გარკვეული კომუნიკაცია შესაძლებელია და უნდა არსებობდეს კიდეც, მაგრამ ზოგადად რუსეთს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ მათი მიდგომა არ გადაიხედება. როდესაც ასეთი მიდგომა არსებობს, ასეთი ღია განაცხადია გაკეთებული და ისინი ღიადაც კი არ ტოვებენ საკითხს, ყველა ტიპის საუბარი განწირულად მიმაჩნია“, — აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ, მართალია, ნატო–საქართველო–რუსეთის ფორმატის შექმნა ცოტა უცნაური ფორმატია, მაგრამ — საინტერესო. „ნატო და რუსეთი თანამშრომლობენ და თვითონ აქვთ მნიშვნელოვანი პრობლემები განსახილველი. ახლა ჩვენი პრობლემა ცალკე პრობლემაა. ასეთი ფორმატი შეიქმნება თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ, ასეთ უცნაურ ფორმატში დასხდებიან თუ არა სასაუბროდ. რაც შეეხება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს, „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიაა, მათ იციან საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობები, თვლიან, რომ რუსეთთან დაკავშირებით ახალი იდეებით უნდა გამოვიდნენ. მართლაც, რაღაც გარკვეული ტიპის ურთიერთობები უნდა იყოს მეზობელ სახელმწიფოსთან და ისინი იმ სეგმენტზე მუშაობენ, ვინც საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ეს მათი მოსაზრებაა, მათი პასუხისმგებლობის ზონაა. რაც შეეხება ზოგად პოლიტიკურ შეფასებას, მე ამაში არ ვხედავ არანაირ დრამატულს და ტრაგიკულს. საერთოდ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ დიალოგი ყველასთან. სულ მტრადაც რომ მიგვაჩნდეს ვიღაც, მასთანაც უნდა ვილაპარაკოთ. მეგობართან საუბარზე ადვილი არაფერია. მტერსაც ხშირ შემთხვევაში უნდა ველაპარაკოთ. პრობლემის გადაწყვეტის სხვა მეთოდი, უბრალოდ, არ არსებობს, რაც არ უნდა სკეპტიკურად იყო განწყობილი. ასე  რომ, პირადად მე მათ მიერ რუსეთზე გაკეთებულ აქცენტებს როგორც პოლიტიკური, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალიან მშვიდად ვუყურებ. ეს მათი არჩევანი, მათი გზაა. დანარჩენს აჩვენებს მომავალი“, — აცხადებს გია ხუხაშვილი „Sputnik–საქრთველოსთან“ საუბრისას.

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვევა

ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ საქართველოს გარშემო სახიფათო კონფიგურაციაა. მან არაერთ მედიასაშუალებაში გააჟღერა იდეა, რომ, ერთი მხრივ, რუსეთი არაბულ სამყაროსთან ააქტიურებს კონტაქტებს, ხოლო თურქეთი ირანს საბანკო ხაზებს უხსნის.

პარალელურად ვაშინგტონი აღმოსავლეთის ფრონტზე ააქტიურებს ბრძოლას და საგარეო პოლიტიკის სფეროში ახალ დანიშვნებს ანხორციელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კავკასიის რეგიონში მისი უპირველესი ინტერესი აზერბაიჯანისკენ იქნება მიმართული. სულ ახლახან აშშ-ის სენატმა დაამტკიცა სახელმწიფო მდივნის ახალი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში — 30 წლის მიტჩელი. ის საკმაოდ ხისტი პოლიტიკის მომხრეა ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რაზეც თავის წიგნებშიც საუბრობს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო მზადაა საკუთარ თავზე ნატოს წევრის ვალდებულებები აიღოს

ნატოს გაძლიერება-გაფართოებაზე მუშაობს აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინაში კნუტ ვოლკერიც, რომელიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ბრიუსელში ნატო–აშშ-ის თანამშრომლობის ფორმატს ხელმძღვანელობდა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.

მოკლედ, მსოფლიო პოლიტიკური პროცესები საქართველოს გარშემო სულ უფრო დაჩქარდა და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფუნქცია დაეკისრება ჩვენ ქვეყანას და როგორ შეძლებს ის გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს გლობალიზაციის ეპოქაში. ესაა საზღვრების ნაცვლად იდეოლოგიათა ჭიდილისა და სწრაფი ცვლილებების დრო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ იპოვოს თავდაცვითი ქოლგა, რომელიც მის, როგორც სახელმწიფოს, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. იქნება ეს ისევ დაბალანსების პოლიტიკა თუ რომელიმე ახალი ფორმატი, ამას დრო და მოლაპარაკებების დინამიკა გვიჩვენებს.

ყველა ახალი ამბავი
0