ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვევა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მონაწილეობას ბათუმში გამართულ კონფერენციაში მიიღებს

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ოქტომბერს ესტუმრება, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი მიიღებს მონაწილეობას თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ბათუმში გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0