აფბა: ბიუჯეტში ლარის 2,5-ის ნიშნულზე დაგეგმვა მისი გამყარების საფუძველს არ ქმნის

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური პროგრამების განხორციელებისა და სტრუქტურული რეფორმების გზით ეკონომიკაში დანაზოგების ზრდა იგეგმება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის 3%-ით განსაზღვრა ოპტიმისტური პროგნოზია, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა შოთა გულბანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„რადგან, ერთი მხრივ, 2018 წლის ბიუჯეტში დოლარის მიმართ ლარის კურსი 2,5-ის ნიშნულზე არის დაგეგმილი, რაც არ ქმნის ლარის გამყარების საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ, აქციზური გადასახადების ზრდასაც ექნება თავისი გავლენა. შესაბამისად, 3%-იანი ინფლაციის დაჭერა ნაკლებ სავარაუდოა", — განაცხადა შოთა გულბანმა.

ექსპერტის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3,3%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც შემცირებული მაჩვენებელია.

მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
ჯანიაშვილი: 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა

შოთა გულბანს ასევე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც 2016 წელს 13,5% იყო, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში 11,8% შეადგინა.

„საშუალოვადიან პერიოდში მთავრობა ეკონომიკური პროგრამების განხორციელებით და სტრუქტურული რეფორმებით გეგმავს ეკონომიკაში დანაზოგების ზრდას, რამაც დეფიციტი მდგრად დონემდე უნდა შეამციროს", — განაცხადა შოთა გულბანმა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
ლევან ქისტაური 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის დადებით ტენდენციებზე

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა და 2018 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ის ნიშნულზე გაითვალისწინა.

„მთავრობას ამ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ერთი მხრივ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიზნეს-სექტორში პროდუქციის გამოშვების 18%-იანი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, 30 ათასი ადამიანით გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. ასევე მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად კერძო სექტორში დარჩენილი დაახლოებით 240 მილიონი ლარი, პლუს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების 250%-ით გაზრდილი მაჩვენებელი", — აღნიშნა შოთა გულბანმა.

პარლამენტში განსახილველად შესული "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0