ჯანიაშვილი: 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა

© FB / Merab Janiashviliმერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტში სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა დაახლოებით იმავე მიმართულებით იგეგმება, როგორც წინა წლებში. განუცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა "Sputnik-საქართველოს"
ჯანიაშვილი: 2018 წლის ბიუჯეტის კანონპოეტში პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა

„დოკუმენტში ხელისუფლების პრიორიტეტები თითქმის არ შეცვლილა და მომავალ წელსაც სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა დაახლოებით იმავე მიმართულებით იგეგმება, როგორც წინა წლებში. კერძოდ, 2018 წელს იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც და ხარჯებიც, რაც 2016 წელის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა მმართველ ძალას აღნიშნული," თქვა მერაბ ჯანიაშვილმა.

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს. პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 111,2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 მლნ ლარს შეადგენს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 463,2 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის — 982,8 მლნ ლარამდე.

ყველა ახალი ამბავი
0