უწყებათაშორისმა კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები განიხილა

© Sputnik / Levan Avlabreliწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდო ინციდენტები ეხებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, აგიტაციის წესების დარღვევის და ძალადობის შემთხვევებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებში ხმების მოპოვების მიზნით დმანისის მოსახლეობის იძულებით დაფიცების ფაქტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგმეს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასაარჩევნო აგიტაცია თბილისში - Sputnik საქართველო
წულუკიანი: წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში მშვიდად მიმდინარეობს

უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა ივნისში, 21 ოქტომბრის არჩევნების წინ სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ აგიტაციის აკრძალვის დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. წულუკიანის გარდა, მასში შედიან ცხრა მინისტრის, მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

„დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტებთან დაკავშირებით  "ქართული ოცნებისგან" ინფორმაცია მოვისმინეთ, რომ მათ უმკაცრესი დირექტივები გასცენ თავიანთ აქტივზე… მომავალში ყველამ თავი უნდა შეიკავოს რელიგიური გრძნობების და აღმსარებლობის საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისგან. ეს ძალიან სენსიტიური თემაა და სახელმწიფო ვერ დაუშვებს მსგავსი საკითხებით მანიპულირებას, რომელ პარტიასაც უნდა ეხებოდეს ის",  — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის  თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. 

უწყებათაშორისმა კომისიამ სხდომაზე განიხილა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებები შესაძლო დარღვევების შესახებ და 11 საკითხზე მოახდინა რეაგირება.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან

სავარაუდო ინციდენტები ეხებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, აგიტაციის წესების დარღვევის და ძალადობის შემთხვევებს.

ამასთან წულუკიანმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისია ამჟამად სწავლობს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და დირქტორების და სკოლის მასწავლებლების აგიტაციაში მონაწილეობის საკითხს. მისი თქმით, გამოვლენილია რამდენიმე დარღვევა, რომლებზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეაგირება უკვე მოახდინა.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ.

გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. კომისიამ მათი შესწავლისა და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელა.

ქალაქებისა და რაიონების 64 მერისა და 64 საკრებულოს დეპუტატის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი იღებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0