წულუკიანი: წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში მშვიდად მიმდინარეობს

© Sputnik / Levan Avlabreliწინასაარჩევნო აგიტაცია თბილისში
წინასაარჩევნო აგიტაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეახსენა სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისინი წინასაარჩევნო კამპანიას არ უნდა ატარებდნენ

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა ივნისში, 21 ოქტომბრის არჩევნების წინ სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ აგიტაციის აკრძალვის დარღვევებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. წულუკიანის გარდა, მასში შედიან ცხრა მინისტრის, მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

„მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც. ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, — განაცხადა თეა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ ტელევიზიაში ყველაზე მეტი დრო ეთმობა

ამასთან წულუკიანმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისია ამჟამად სწავლობს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და დირქტორების და სკოლის მასწავლებლების აგიტაციაში მონაწილეობის საკითხს. მისი თქმით, გამოვლენილია რამდენიმე დარღვევა, რომლებზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეაგირება უკვე მოახდინა.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ.

ქალაქებისა და რაიონების 64 მერისა და 64 საკრებულოს დეპუტატის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0