საქართველოში ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ

© photo: Sputnik / STRINGERწინასაახალწლო აქცია „ლამაზი ქალები“
წინასაახალწლო აქცია „ლამაზი ქალები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
CSS-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მამაკაცები მეტ ანაზღაურებას იღებენ და ქალებთან შედარებით, სამუშაოს მოძებნა მათთვის 1,5-ჯერ ადვილია

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) მიერ განათლებისა და დასაქმების შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალებთან შედარებით, საქართველოში მამაკაცების საშუალოთვიური ანაზღაურება 55%-ით მაღალია.

ახალი კვლევა სამ ძირითად საკითხს მოიცავს: განათლების ფინანსური სარგებელი, განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება. კვლევა 2016 წლის ზაფხულში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.

კვლევაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სამუშაო ძალის გენდერული გადანაწილება სახელდება. კერძოდ, გაირკვა, რომ საქართველოში მამაკაცებისთვის სამსახურში მოწყობა ქალებთან შედარებით 1,5-ჯერ ადვილია.

ქართველი ახალგაზრდები ვილნიუსის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოს შრომისუნარიანი ახალგაზრდობა ტოვებს

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, ანაზღაურების მქონე თვითდასაქმებულების ჩათვლით. 

ყველაზე ხშირად საქმდებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები (58%). ამასთან დაკავშირებით დაქირავებით დასაქმების მიმართულებით წამყვანია საჯარო სექტორი (75%).

რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ განათლების სექტორშია დასაქმებული (23%).

უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური  ანაზღაურება საშუალოდ 623 ლარს შეადგენს, სკოლის განათლების შემთხვევაში — 497 ლარს, პროფესიული განათლების შემთხვევაში კი — 375 ლარს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველა დამსაქმებელი მასობრივად მოითხოვს უმაღლესი განათლების დიპლომს.

ამასთან საქართველოში სახეზეა დემოგრაფიული დაბერება, რაც პირდაპირ აისახება ბაზარზე სამუშაო ძალის განაწილებაზე. დასაქმებულების უმრავლესობას მოსახლეობის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელმაც საშუალო და უმაღლესი განათლება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღო (65%).

კვლევის ავტორებმა დაასახელეს კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნის პრობლემა, ორი ძირითადი უნარის, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დასაქმებისთვის არის საჭირო. აღნიშნული უნარების გაუმჯობესება ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

სამსახურის მაძიებელი მოსახლეობის ნახევარზე მეტს 25-44 წლამდე ასაკის რესპონდენტები შეადგენენ. ამ კატეგორიაში მამაკაცები ჭარბობენ. მათი უმრავლესობა ქალაქში ცხოვრობს. დაუსაქმებელ რესპონდენტთა 31%-მა განათლება თანამედროვე სისტემით მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარ კომპეტენციას უარყოფითად აფასებს, რაც გარკვეულწილად ადასტურებს საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას, მოამზადოს თანამედროვე და კონკურენტუნარიანი კადრები, აღნიშნულია კვლევაში.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა მცირდება

კველვის ავტორებია მარიამ ამაშუკელი, დიანა ლეჟავა და ნინო გუგუშვილი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) 2003 წლის ნოემბერში ფონდ „ღია საზოგადეობა — საქართველოს“ (OSGF) მონაწილეობით დაარსდა.

ცენტრის მისია — სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა მომზადება და საქართველოს ინტერნაციონალიზაციის პირობებში სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2012 წლიდან ცენტრმა ახალი ამოცანა დაისახა და დაიწყო კვლევების ჩატარება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, განათლების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების საკითხებში.

ამჟამად CSS ოთხ განყოფილებას მოიცავს: საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, გენდერული თანასწორობა და განათლება.


ყველა ახალი ამბავი
0