საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა

© AFP 2024 / JONAS EKSTROMERჩვილი
ჩვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება გატარებული რეფორმებით ახსნეს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet („ლანცეტი") საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, იუწყება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავის Facebook-გვერდზე.

ახალშობილთა სიკვდილიანობის რაოდენობის შემცირებას ხელი შეუწყო 2012 წლიდან ბავშვებისა და დედების ჯანმრთელობის მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა. მათი დახმარებით საქართველომ ახალდაბადებულთა სიკვდილიანობის შემცირება 2/3-ით შეძლო.

გაგუას კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში კიდევ ერთი სამშობიარო გაიხსნა

საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ნეონატალური (წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა) სიკვდილობის ყოველ ათას ცოცხლადშობილზე ხუთამდე შემცირება.

2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებში ახალშობილთა სიკვდილიანობა ათას ახალდაბადებულზე ექვსს შეადგენს, ხოლო საქართველოში — 12-ს. მაგალითად, საქართველოში 2015 წელს ხუთ წლამდე 576 ბავშვი დაიღუპა.

სამშობიარო სახლებში მშობიარეთა და ახალშობილთათვის მაღალი დონის პირობების შექმნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელს თბილისის სამშობიარო სახლების მონიტორინგს შეუდგა და მათი სამ კატეგორიად დაყოფა გადაწყვიტა.

ორსულობის განვითარების პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელი კატეგორიის სამშობიაროში უნდა მოთავსდეს ქალი მშობიარობის დაწყებისას.

პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა მშობიარეები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის აუცილებელი ყველა პირობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საკეისრო კვეთაც უნდა ჩაატარონ.

მეორე კატეგორიის საავადმყოფოები უფრო რთული შემთხვევებით იქნებიან დაკავებული.

სატრანსპორტო ინკუბატორები ახალშობილთათვის - Sputnik საქართველო
როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდმა საქართველოს ჩვილთა ინკუბატორები გადასცა

მესამე კატეგორიის საავადმყოფოები — ეს სპეციალიზებული, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებებია, რომლებმაც ურთულეს შემთხვევებსაც კი უნდა გაართვან თავი. ეს უკანასკნელი მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებსაც გარდა გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურებისა, ასევე ესაჭიროებათ სხვა დარგის სპეციალისტების მომსახურებაც, მაგალითად, კარდიოქირურგის, ნეიროქირურგის და სხვ.

ეს სისტემა თანდათან მთელ საქართველოში დაინერგება.

საქველმოქმედო ფონდი „ბავშვების ჯანმრთელობისა და მომავლისათვის" საქართველოში სხვადასხვა პროექტებს 2004 წლიდან ახორციელებს. ის უკვე დაეხმარა 1,5 მლნ ბენეფიციარს. ყველა პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

საქართველოს ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებისთვის ბრძოლაში ეხმარება როსტროპოვიჩ–ვიშნევსკაიას საქველმოქმედო ფონდი „ბავშვების ჯანმრთელობისა და მომავლისათვის". ფონდმა პროექტის „ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად" ფარგლებში საქართველოს გადასცა ახალშობილთათვის განკუთვნილი სატრანსპორტო ინკუბატორები, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის აპარატებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0