სამანიშვილი: წელს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება

გამოწერა
ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
ღვინის ექსპორტი იზრდება — ლიდერობს „ქინძმარაული“

„ღვინის ექსპორტი, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი — 44% (5537261), რუსეთი — 95% (33243157), უკრაინა — 54%(5322683), პოლონეთი — 14% (1869852), ლატვია — 36% (1141778), ბელარუსი — 34% (1054994), აშშ — 81% (346398), გერმანია — 28% (286156), ისრაელი — 305% (170834), მონღოლეთი — 182% (112710), საფრანგეთი — 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).

ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 89%-ით გაიზარდა

ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0