ღვინის ექსპორტი იზრდება — ლიდერობს „ქინძმარაული“

© Courtesy by Soso Karaulashviliღვინის ნაირსახეობები
ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველომ 2017 წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტზე 84,3 მლნ დოლარის ღირებულების 38,3 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა მსოფლიოს 44 ქვეყანაში, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

გამოფენა Cité du Vin-ში - Sputnik საქართველო
გაცოცხლებული ქართული ღვინის ისტორია ბორდოში

რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის მთავარ მომხმარებლად. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში 23,7 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა.

სულ ქვეყნიდან ექსპორტზე მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 38,3 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 60%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპორტზე მსოფლიოს 44 ქვეყანაში 84,3 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 52%-ით ჭარბობს. 

„შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“, — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულს შეადგენენ: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩინეთი — 80% (4 462 631), რუსეთი — 86% (23 740 750), უკრაინა — 41%(3 653 334), პოლონეთი — 20% (1 427 458), ლატვია — 27% (830 852), ბელარუსი — 42% (814 022), აშშ — 89% (236 012), გერმანია — 34% (234 000), ისრაელი — 202% (127 334), საფრანგეთი — 450% (95 530), აზერბაიჯანი — 170% (102 342) და სხვა.

ექსპორტზე გატანილ ღვინოებს შორის ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი. მომდევნო ადგილებზეა:

  • „მუკუზანი“ – 2 028 493,
  • „წინანდალი“ – 1 468 126,
  • „ახაშენი“ – 751 261,
  • „ხვანჭკარა“ – 389 360,
  • „ტვიში“ – 157 064,
  • „ნაფარეული“ – 111 612 და სხვ.

გარდა ამისა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, და 102 402 ბოთლი ჭაჭა. ამ უკანასკნელის ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0