საქართველოს პრემიერი მერკელს შეხვდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი
გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს არჩევნების შემდეგ მერკელის პირველი ოფიციალური შეხვედრაა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს არჩევნების შემდეგ მერკელის პირველი ოფიციალური შეხვედრაა.

მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკმა საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკას. კვირიკაშვილმა ანგელა მერკელს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი უცხოური ინვესტიციებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგები მოწმობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი მჭიდრო ურთიერთობები ევროკავშირთან. მისი განცხადებით. საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირისთვის.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს სამი საკონსულო ექნება

ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მხრივ ქვეყნის როლზე რეგიონში; ასევე — საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.

შეხვედრისას კვირიკაშვილმა და მერკელმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია.

საქართველოს პრემიერი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით პირველად 2016 წლის ივნისში ეწვია. მთავრობის მეთაური შეხვდა კანცლერს და შეხვედრის შედეგებით გადაწყდა, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადებულიყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0