გერმანიაში საქართველოს სამი საკონსულო ექნება

გამოწერა
2016 წლის არაოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში საქართველოს 20 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გერმანიის ფედერალურ მიწებზე — ბავარიასა და ბადენ-ვიუტემბერგში 1 სექტემბრიდან საქართველოს საკუთარი საკონსულო ექნება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

გერმანია საქართველოს მოქალაქეებს შორის ცხოვრებისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნად ითვლება. 2016 წლის არაოფიციალური მონაცემებით, იქ საქართველოს 20 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. 

სიღნაღი - Sputnik საქართველო
სიღნაღში გერმანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

„აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების  რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალ დიპლომატიურ წარმომადგენლად ზაქარია მეგრელიშვილი დაინიშნა, მისი რეზიდენცია მიუნხენში  საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის საკონსულოში განთავსდება.

ახლად დანიშნული კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს. 

ამ დროისათვის გერმანიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო ბერლინში,  გარდა ამისა, გენერალური საკონსულო ფრანკფურტ-ნა —მაინში მოქმედებს.


ყველა ახალი ამბავი
0