სიღნაღში გერმანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

გამოწერა
სიღნაღის მუზეუმში საქართველოში XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია პაულ ფრანკენის, თეოდორ ჰორშელტის, რიჰარდ ზომერის, ოსკარ შმერლინგის და სხვათა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფარგლებში სიღნაღში გაიხსნა გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“.

2017 წელი საქართველოსა და გერმანიის წლად გამოცხადდა, რომელსაც, ქვეყნების გადაწყვეტილებით, 18 თვის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ერთ–ერთი ასეთი ღონისძიებაა სიღნაღის მუზეუმში საქართველოში XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია პაულ ფრანკენის, თეოდორ ჰორშელტის, რიჰარდ ზომერის, ოსკარ შმერლინგის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის, ალექსანდრე ზალცმანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აღნიშნულია კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში

საქართველოსა და გერმანიის წლის აღნიშვნა ბერლინში - Sputnik საქართველო
საქართველო-გერმანია: დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე და მეგობრობის გამტკიცება

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლოთქიფანიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე, გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

საქართველოში წელს პირველი გერმანული დასახლებების 200-წლისთავი და ასევე საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი  აღინიშნება 

გერმანია ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებიდან პირველი იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წელს ქვეყნებში დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. 

საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0