რას გვპირდება და რას გვირჩევს ჰოროსკოპი ოქტომბერში

გამოწერა
შემოდგომის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ზოგადად ახალი იდეების კასკადსა და მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს ჰპირდება

სექტემბერში ბევრს მოუწია საკუთარი პრინციპების დაცვა და სიმართლისთვის ბრძოლა, თუმცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად ნათელი და პროზაული იყო. ახლა კი ვნახოთ, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ოქტომბერში, რას უმზადებს მათ ფორტუნა და რას ჰპირდებიან ვარსკვლავები.

ვერძი

ვერძებს შემოდგომის ჰოროსკოპი მთლიანობაში დაძაბულ ცხოვრებას ჰპირდება, მაგრამ თუ ვერძი მშვიდად მიიღებს ამას, პრობლემები და მათი სიმწვავე საგრძნობლად შემცირდება.

ოქტომბერში ვერძი მთლიანად ბედს არ უნდა მიენდოს, სჯობს, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწიოს – მხოლოდ ასე შეძლებს ის მიზნის მიღწევასა და კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებას. წარუმატებლობებს ვერძებმა "კაპიტულაცია" არ უნდა გამოუცხადონ, თორემ გაორმაგებულ რაოდენობას მიიღებენ. ოქტომბერი მათთვის ცვლილებებისა და დიდი შენაძენების დროა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ისინი არ უნდა გადაიღალონ, თორემ ორგანიზმი ვერ გაუძლებს. უნდა მოერიდონ ინფექციურ დაავადებებს.

ანდრომედას გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

კურო

კუროებს ჰოროსკოპი შემოდგომაზე ურჩევს, არ აჰყვნენ ფინანსური მაქინაციების ცდუნებას. თუ ფინანსურ საკითხებში შეცდომებს დაუშვებენ, მთელი შემოდგომის განმავლობაში პრობლემებს ვერ აუვლენ. ემოციები უნდა გაკონტროლდეს და გონება ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დომინირებდეს.

ოქტომბერში კურო მტკიცე განწყობით მოითხოვს ღირსეულ თანამდებობასა და ჯამაგირის გაზრდას. მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით, ასე მარტივად არ აეწყობა საქმე. სამწუხაროდ, კუროების ზურგსუკან შურიანი კოლეგები ჭორაობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობისას ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ. ჰოროსკოპი მათ ჰპირდება ისეთი ადამიანის მფარველობას, რომელიც დიდი ხანია, მათ მიმართ გულგრილი არ არის. მოქნილობა და ტაქტი ყველაზე მეტად სწორედ ოქტომბერში დასჭირდებათ, განსაკუთრებით, თუ პარტნიორებთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავენ. ჯანმრთელობის პრობლემებმა რომ არ შეაწუხოს, კურომ იმუნიტეტის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს.

ტყუპი

ტყუპებს ჰოროსკოპი ამ შემოდგომაზე ურჩევს, იყვნენ დისციპლინირებული და ზუსტად შეასრულონ მნიშვნელოვანი ამოცანები. თუ არაპროფესიულად მოიქცევიან, თავადვე აგებენ პასუხს საკუთარ საქციელზე. შემოდგომა ტყუპებს ჰპირდება პირად ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებს და თვითრეალიზებას შემოქმედებითი კუთხით.

ოქტომბერში ტყუპები თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას უნდა დაუკვირდნენ, რადგან წარმატების გზაზე ამან შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას. უფროსების მხრიდან ტყუპების შექება დროული იქნება, მათ ჰაერივით სჭირდებათ თავდაჯერებულობა საკუთარ პროფესიონალიზმში. ჰოროსკოპი მათ ოქტომბერში შესანიშნავ ფინანსურ მდგომარეობას ჰპირდება. ჯანმრთელობის მხრივ, ფრთხილად უნდა იყვნენ არტერიული წნევის ცვალებადობისა და ალერგიის მხრივ.

კირჩხიბი

კირჩხიბს შემოდგომაზე საინტერესო ნაცნობობა ელოდება და ამაზე იქნება დამოკიდებული მისი როგორც კარიერა, ისე პირადი ცხოვრება.

ოქტომბერში კირჩხიბს, ბოლოს და ბოლოს, ფინანსური სიმშვიდე ეწვევა, შესაძლებელია მოულოდნელი თანხაც. თუმცა პირად ცხოვრებაში ის თავს უსარგებლოდ იგრძნობს. დეპრესიისგან გამოსვლაში ახლო მეგობრები დაეხმარებიან. ამ თვეში სამსახურსა და კარიერაში კირჩხიბებს საოცარი წარმატებები არ ელოდებათ, მაგრამ მეტი დრო ექნებათ ნათესავებთან შეხვედრებისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ისინი გაციებასა და გრიპს უნდა მოერიდონ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ლომი

ზოგადად შემოდგომის ჰოროსკოპი ლომს, ამინდის მსგავსად, პირქუშ განწყობას ჰპირდება. მან ახლა მშვიდად უნდა მიიღოს ის, რასაც ცხოვრებისეულ გზაზე შეეჯახება.

ლომი ოქტომბერში გულუბრყვილო ბავშვივით იქნება. მოსალოდნელია გადაადგილებები სამუშაო სფეროში და ასევე, ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ყველაფერი, რაზეც ოცნებობდა, ახდება! ჰოროსკოპი ლომებს ურჩევს, კრიტიკა ძალზე მტკივნეულად არ აღიქვან. მოქნილი აზროვნება მათ შემოქმედებითი პროექტების რეალიზებაში დაეხმარება. თუ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე მოხვდება, შეიძლება პოპულარული და ცნობილი ადამიანიც კი გახდეს. ოქტომბერში ლომმა თავი არ უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად და არ უნდა დაიძაბოს ნერვული თვალსაზრისით.

ქალწული

შემოდგომის ჰოროსკოპი ქალწულს უფროსებთან ურთიერთობებში თავშეკავებას ურჩევს; სამაგიეროდ, ფინანსური თვალსაზრისით ეს პერიოდი ძალიან კარგია.

ოქტომბერი ქალწულისთვის ცვალებადი თვე იქნება, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. თუ სამსახურის შეცვლა სურთ, სწორედ ნოემბერშია ამის დრო. შესაძლებელია ახალი პერსპექტივები სარეკლამო ბიზნესის ან ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწე ქალწულებისთვის, მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მომავალი კეთილდღეობა როგორც ფინანსური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ქალწულებს ჰოროსკოპი ურჩევს, უფრო ხელმომჭირნენი იყვნენ, ასევე არ გასცენ ვალი. ინიციატივა უნდა გამოიჩინონ სიყვარულში. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება უნდა მიაქციონ სასუნთქ სისტემას — დღეში თუნდა 15 წუთი სავარჯიშოები და ყველაფერი წესრიგში იქნება.

სასწორი

სასწორებს შემოდგომაზე ჰოროსკოპი ნაკლებ ლაპარაკსა და მეტ საქმეს ურჩევს. უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი საქციელი ამ პერიოდში მომავალზე მკვეთრად აისახება.

ოქტომბერი სასწორისთვის პროდუქტიული, მაგრამ დატვირთული იქნება. სამსახურში მას კარგად მისდის საქმეები, მაგრამ ზოგიერთი კოლეგა უკირკიტებს და აკრიტიკებს. ჰოროსკოპი ამ თვეში მათ არ ურჩევს პირად ცხოვრებაში იდეალისკენ სწრაფვას. სასწორებისთვის კარგი თვეა დიდი შენაძენებისთვის — იქნება ეს ბინა, სხვა საცხოვრებელში გადასვლა თუ კაპიტალური რემონტი. ფინანსები ამისთვის საკმარისი იქნება, თანაც, პრემიაა მოსალოდნელი. ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, რაც ვირუსული დაავადებებისგან დაიცავს.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

მორიელი

მორიელებს ჰოროსკოპი ურჩევს, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ, თან ცხოვრების ყველა სფეროში. რაც უფრო საქმიანი იქნებიან, მით უფრო სწრაფად მიიღებენ სასურველს. ფინანსებთან დაკავშირებით მათ ურჩევნიათ, ექსპერიმენტებს მოერიდონ, თუ არ უნდათ ცარიელი ქისა შერჩეთ ხელში.

ოქტომბერში მორიელმა ყველაფერში უნდა დაიცვას გეგმაზომიერება, გონივრულობა და ტაქტიანობა. ამაზე იქნება დამოკიდებული მათი კარიერაცა და სასიყვარულო სფეროც. ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება, ამიტომ შესაძლებელია სახსრების პროექტებში ჩადება. ჰოროსკოპი მორიელებს ურჩევს, სამსახურში აქტიურობა ცოტა შეანელოს. ამ თვეში წარსული შეცდომების გააზრება სასარგებლო იქნება. ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებული იქნება გაციებასთან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ამ შემოდგომაზე ჰოროსკოპი ურჩევს, საქმეს გულმოდგინედ მოჰკიდოს ხელი და ნათესავების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოს. მართალია, თანხის თვალსაზრისით ისინი ვარსკვლავებს არ შეეპოტინებიან, მაგრამ არც მთლად უსახსროდ იქნებიან. შემოდგომა მშვილდოსნებს პირად ცხოვრებაში რომანტიკულ ტონებს ჰპირდება.

ოქტომბერში მშვილდოსანს პროფესიულ სფეროში მაღალი მიღწევები ელოდება, თუ თავად არ გადაუხვევს გზას. ბრძოლა კონკურენტებთან მკაცრი იქნება, განსაკუთრებით, თუ საკუთარი ბიზნესი აქვთ. ჰოროსკოპი მშვილდოსნებს ახალი პარტნიორების მოძებნას, კონტრაქტების გაფორმებასა და ფინანსური პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრას ურჩევს; მაგრამ სარისკო გარიგებებზე არ უნდა წავიდნენ — მხოლოდ ზარალი და იმედგაცრუება ელოდებათ. პირად "ფრონტს" რაც შეეხება, მშვილდოსნებმა ამ მხრივ არაფერი უნდა დაგეგმონ, სამაგიეროდ, მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ყურადღებას მოითხოვს ქრონიკული დაავადებები.

თხის რქა

შემოდგომის ჰოროსკოპი თხის რქას, პირველ რიგში, იმუნიტეტის გამტკიცებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო კლინიკებში უფრო ხშირად მოუწევთ ყოფნა, ვიდრე სამსახურში. ფინანსური მდგომარეობა სწრაფად მოგვარდება, თუ მათ ძველ ვალებს დაუბრუნებენ. გარიგებებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისგან მათ თავი უნდა შეიკავონ.

თხის რქამ ოქტომბერში უნდა იფრთხილოს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებზე, ასევე მათთან, ვისაც კარგად არ იცნობს. თუ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას განიზრახავს, თავდაპირველად კონსულტაციისთვის, სჯობს, იურისტს მიმართოს. ჰოროსკოპი თხის რქებს სამსახურის საქმეებში ყველაზე თამამ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს ურჩევს. წარმატების ალბათობა ძალზე დიდია. სამეცნიერო კვლევებით დაკავებული თხის რქები აღიარებას მოიპოვებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ვისაც ნაღვლის ბუშტი აქვს გაღიზიანებული, ფრთხილად უნდა იყოს. ოქტომბერში თხის რქებმა რაციონად უნდა ამოიღონ ცხარე, ცხიმიანი კერძები და გაზიანი სასმელები.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება 2017 წლის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მერწყული

ჰოროსკოპი მერწყულებს ამ შემოდგომაზე დიდ შემოსავლებს ჰპირდება.

ოქტომბერში მერწყულები ყველა საქმეს იოლად დაიწყებენ. მათ იუმორით უნდა შეხედონ ყველა პრობლემას, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია; არ ღირს მცირე წარუმატებლობებზე ნერვიულობა. მხარდაჭერა გვერდზე არ უნდა ეძებონ, მით უმეტეს, რომ პირად ცხოვრებაში ნამდვილად სასიხარულო ტალღაზე გადაერთვებიან. საქმიანი საკითხების გადაჭრა მერწყულებს დამოუკიდებლად მოუწევთ — საკუთარ გამოცდილებაზე და ცინცხალ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათთვის ოქტომბერი იდეალური თვეა სპორტდარბაზში სასიარულოდ.

თევზები

თევზებს ჰოროსკოპი წარმატებებს ჰპირდება პროფესიულ და ფინანსურ საქმეებში. მათ არ მოუწევთ ხელმომჭირნეობა. ასევე, 2017 წლის შემოდგომა იდეალური პერიოდია თევზებისთვის, რომლებიც ოჯახის შექმნაზე ოცნებობენ.

ოქტომბერში თევზები იმდენს იფიქრებენ, რომ ბევრ საქმეს ხელიდან გაუშვებენ. მომავალი თვითონ მათზეა დამოკიდებული და ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ. მთავარი მათთვის ისაა, რომ თავად განეწყონ გამარჯვებისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის. აქტიური მუშაობა შემოსავლების გაზრდაზე აისახება, მათ უარი არ უნდა თქვან პერსპექტიულ წინადადებებზე. ოქტომბერში ჰოროსკოპი თევზებს საიმედო პარტნიორებს ჰპირდება. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია განშორება, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვონ და პანიკაში არ ჩავარდნენ. თევზებისთვის ოქტომბერში გაიზრდება გზებზე ავარიული სიტუაციები, ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მათ ორგანიზმს გამოცდა არ უნდა მოუწყონ, მავნე ჩვევებს კი სასტიკი ბრძოლა გამოუცხადონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0