საქართველოს კონსტიტუცია: ძირითადი ცვლილებები

გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციის პროექტში ძირითადი ცვლილებები ეხება პრეზიდენტისა და პარლამენტის დეპუტატების არჩევის წესს, ქორწინებისა და მოქალაქეობის ცნებებს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო განახლებული კონსტიტუციის პროექტი, ერთი კვირის განმავლობაში ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეზავნება.

ცვლილებებს, რომლებითაც იყო უკმაყოფილო ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, პარლამენტის 150 დეპუტატიდან მხარი 117-მა დაუჭირა. სამი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. ამ დროს პარლამენტის ოპოზიციის უმრავლესობამ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარი ცვლილება ქორწინების ცნება გახდა. ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქორწინებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი მიიჩნევა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში მოქალქეობის ჩამორთმევა აიკრძალა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა განახლებული კონსტიტუცია დაამტკიცა

როგორც მმართველ პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოში" ამტკიცებენ, ცვლილებების პროექტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის დახვეწილ ვარიანს წარმოადგენს.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი შეეხო კონსტიტუციის ორ თავს — პარლამენტისა და პრეზიდენტის შესახებ. კერძოდ, იცველბა დეპუტატთა არჩევის წესი — შერეული სისტემა პროპორციულმა შეცვალა. ამიერიდან დეპუტატებს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით აირჩევენ.

შეიცვალა არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ გაუნაწილებებელი ადგილების გასანაწილებლად ამოქმედდება ბონუსების სისტემა, რომელშიც პრიორიტეტი ყველაზე მეტი მიღებული ხმების მქონე პარტიას ენიჭება.

ფართოვდება იმ პირთა სია, რომელთა იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება აქვს პარლამენტს — პრეზიდენტის, მთვარობის წევრისა და გენერალური აუდიტორის გარდა, მასში შევიდნენ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი.

პრეზიდენტის შესახებ თავში მთავარი ცვლილება პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება გახდა. გარდა ამისა, უქმდება პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და ფართოვდება საკითხთა ნუსხა, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას მოითხოვს.

ამასთან პრეზიდენტი რჩება მთავარსარდალი, მას რჩება მსჯავრდებულთა ამნისტიისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

რაც შეხება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ძირითად ცვლილებას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობა, რომელიც მას პარლამენტის წინაშე მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხის დაყენებას აძლევს.

ცვლილებას ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში "გენერალური პროკურატურის" როგორც სასამართლო ხელისუფლების ნაწილის ცნების შემოღება.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

ამასთან კონსტიტუციის პროექტის გარდამავალ მუხლებში მითითებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამჟამად არსებული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის წესით 6 წლის ვადით აირჩევა. ამ დროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 3%-ს შეადგენს.

პროექტში გაჩნდა საქართველოს განსაზღვრება როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, რომელსაც დემოკრატიული რესპუბლიკის წყობა გააჩნია, ამ დროს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ისევ ხელხი წარმოადგენს.

კიდევ ერთი ჩანაწერი გულისხმობს ძალაუფლების ხელში ჩაგდების აკრძალვას, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის თანასწორობას, თავისუფლებას და გამჭვირვალობას.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო — სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოა, და სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს ზრუნვა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ჯანდაცვაზე, მოსახლეობის საცხოვრებელი მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყობაზე, დასაქმების ხელშეწყობა. სახემწიფოს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, სპორტის განვითარებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე და თანამემამულეებზე ზრუნვაზე.

პროექტში დარჩა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნება და საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის ცნება.

პროექტში აღიარებულია ადამიანის ყველა საერთაშორისო უფლება და თავისუფლება, მათ შორის სიკვდილით დასჯის აკრძალვა, თანასწორობის, საკუთრების, აღმსარებლობის თავისუფლების უფლება და სხვ.

ამასთან ყველა უფლება და თავისუფლება გავრცელდება იურიდიულ პირებზე, თანაც კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უფლებების განხორციელება სხვა ადამიანების უფლებებს არ უნდა არღვევდეს.

ყველა ახალი ამბავი
0