თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
„ჩვენ დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნის საფუძველი გახდება, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ.
კობახიძემ კანონმდებლებს, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.
სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიიდან ორმა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა კი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას წინააღმდეგ მისცეს ხმა.