კვირიკაშვილი: ახალი კონსტიტუცია უპრეცედენტო ჩართულობით შემუშავდა
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს, რიგგარეშე სესიაზე უყრის კენჭს.