კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობასთან
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია საქართველოს განახლებული კონსტიტუციის წინააღმდეგია, რომლის დამტკიცებასაც "ქართული ოცნება" გეგმავს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებების პაკეტის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვას ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე შეუდგა.

საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" წარმოადგენდა. შესწორებები ქვეყნის საპარლამენტო მართვის სიტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში", — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომის გახსნაზე.

საქართველოს დროშა პარლამენტის შენობაზე - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიის დასკვნა: რა ელოდება საქართველოს კონსტიტუციას

კონსტიტუციის განხილვის პარალელურად ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს აქცია "არა ერთპარტიულ კონსტიტუციას", რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ მოაწყო.

"ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც დღეს პარლამენტში ხდება. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას უშლის ხელს", — განაცხადა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

კანონპროექტის მისაღებად მინიმუმ 116 დეპუტატის ხმაა საჭირო. შესწორებებმა კონსტიტუციაში კანონის სახე რომ მიიღოს, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. თუ ეს მოხდება, საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ დაუბრუნდება საკითხს, რათა ან გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან ვეტო დაძლიოს.

ყველა ახალი ამბავი
0