ქართული დიასპორა: საქართველოს საგარეო უწყებამ სამომავლო გეგმები გაახმოვანა

© photo: Sputnikქართული დიასპორა ლონდონში
ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო „საჭიროებების კატალოგს" ქმნის. რამდენიმე საელჩოში კი დაინიშნება კონკრეტული პირი, რომელიც მხოლოდ დიასპორის საკითხებზე იმუშავებს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ქართული დიასპორა უცხოეთში 272 გაერთიანებას ითვლის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს მისი უწყების მიერ დიასპორებთან და სათვისტომოებთან გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სამინისტროში დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტამენტი 2016 წლის ბოლოს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შემდეგ შეიქმნა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
ილია მეორემ დიასპორას მიმართა: არ დაივიწყოთ საქართველო

„უცხოეთში დიასპორების 272 გაერთიანება მოქმედებს, მათ შორის, საკვირაო სკოლები, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სტუდენტური გაერთიანებები და ა.შ." — განაცხადა ჯანელიძემ.

მისი სიტყვებით, ყველა ორგანიზაციის მხრიდან ანკეტებისა და კითხვარების შევსების გზით სრული საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა შეიქმნა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბაზების შექმნასთან ერთად იქმნება „საჭიროებების კატალოგი", რომლის თანახმად, იგეგმება საკვირაო სკოლებისა და საცეკვაო ანსამბლების დახმარება.

„მომავალში ჩვენ ვგეგმავთ 50 გაერთიანების დახმარებას", — განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან ერთად, მისი სიტყვებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორებთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს.

„ახლო პერიოდში რამდენიმე საელჩოში იგეგმება ერთი პირის დანიშვნა, რომელიც მხოლოდ დიასპორის საკითხებზე იმუშავებს", — აღნიშნა ჯანელიძემ.

მშვიდობის ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო
უცხოეთში მცხოვრები ქართველები თბილისში დიასპორის დღეებზე შეიკრიბებიან

აღნიშნული პირი 24-საათიან რეჟიმში დიასპორებთან კონტაქტზე იქნება იმისთვის, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს მათ პრობლემებზე რეაგირება და თბილისთან მათი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, დასძინა მინისტრმა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ოფიციალური დიასპორების ფორმირების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია ისრაელში, იტალიასა და ესტონეთში.

ამჟამად არსებობს ისტორიული დიასპორა — ეს ის თანამემამულეები არიან, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და სხვა), ან საქართველოდან 1990 წლამდე წავიდნენ — ასეთი მილიონზე მეტი ადამიანია. გარდა ამისა, არიან თანამედროვე ემიგრანტებიც — ისინი, ვინც 1990 წლის შემდეგ წავიდნენ — ასეთი დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0