უცხოეთში მცხოვრები ქართველები თბილისში დიასპორის დღეებზე შეიკრიბებიან

© Sputnik / Levan Avlabreliმშვიდობის ხიდი თბილისში
მშვიდობის ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთში მცხოვრები ქართველები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამშობლოში კონტაქტებს დაამყარებენ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით თბილისში 27-28 მაისს დიასპორის დღეები გაიმართება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პირველად დიასპორის დღეები საქართველოში 2008 წელს გაიმართა, იმ დროიდან ეს ღონისძიება ყოველწლიურად 27 მაისს იწყება.

წელს ღონისძიებები თბილისში დაიწყება ფორუმით – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის", რომლის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავება, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიება.

ლევილის მამული - Sputnik საქართველო
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებაში გადმოეცა

დიასპორის დღეების ფარგლებში დედაქალაქის ერთ-ერთ სანაპიროს პარიზთან მდებარე ლევილის მამულის სახელი მიენიჭება. ლევილის მამული უახლოეს ხანებში ქართული კულტურის კერად უნდა იქცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად (ICMPD) აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე "საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა".

პროგრამა ხორცილდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (საქართველოში მიგრაციული მართვის გაძლიერება) ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა.

ამ პროგრამის ფარგლებში ივნისში გაიმართება დიასპორის გამოჩენილი წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიება.

დიასპორების წარმატებული წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან მეცნიერების განვითარებაში, სახალხო დიპლომატიაში, ქართული კულტურის და სპორტის პოპულარიზაციასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0