საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციის საკითხში დათმობებისთვის მზად არის

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" გადაწყვიტა ოპოზიციას დაუთმოს და კონსტიტუციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ პროექტში ცვლილებები შეიტანოს

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომ" გადაწყვიტა ოპოზიციას დაუთმოს და კონსტიტუციის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ პროექტში ცვლილებები შეიტანოს.

ოპოზიციამ ეს ძალისხმევა სათანადოთ არ შეაფასა.

საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და ქვეყნის მთავარი კანონის ყველა თავს ეხება.

მათი ავტორია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იმით დასრულდა, რომ მმართველ პარტიას ცვლილებების პროექტის დამტკიცება პრაქტიკულად დამოუკიდებლად მოუწია, რადგან ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ბოლო დღეებში დატოვეს კომისია იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ მათი აზრი არ გაითვალისწინა.

ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა - Sputnik საქართველო
"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა

ამასთან, ასეთი მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ცვლილებები ორი მოსმენით "საკუთარი ძალებით" მიიღო. იმისათვის, რომ ცვლილებების პროექტი კონსტიტუციად იქცეს, ისინი მესამე მოსმენით უნდა მიიღონ და მას პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.

კანონმდებლობით, მესამე მოსმენა კანონპროექტის აზრობრივ ცვლილებებს არ ითვალისწინებს და კენჭისყრა უფრო ფორმალურ ხასიათს ათარებს.

კონსენსუსის მცდელობა

საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის რამდენიმე მცდელობის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ პრეზიდენტთან ერთად ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავა.

ახლა ოპოზიცია მოითხოვს მხოლოდ ბონუსების სისტემის გაუქმებას, პოლიტიკური ბლოკების აკრძალვის გაუქმებას, და ასევე პარტიული სიებით არჩევნებზე დაუყოვნებლივ გადასვლას.

ამასთან, მმართველ პარტიას კონსენსუსის საკუთარი ხედვა გააჩნია.

„კონსულტაციების საფუძველზე მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება: ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ; მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა 5%-ზე მეტს მიიღებს", — აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არჩევნების პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

„რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის, ეს შეუძლებელი გახდა კონკრეტული გარემოებების გამო. მთავარი გარემოება იყო ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავიდოდით", — განაცხადა კობახიძემ.

სპიკერის თქმით, წარმოდგენილი დათმობები მომდევნო ცვლილებებში აისახება.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ძველი შერეული სისტემით ჩატარდება — 73 დეპუტატს აირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, დანარჩენებს — პარტიული სიით. თუმცა ამასთან ერთად, მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაწია.

ოპოზიცია წინააღმდეგია

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების დათმობები სხვა არაფერია, თუ არა ხრიკი.

„ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ერთჯერადი სატყუარათი თუ ფარსით, ერთგვარად ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც მან განიცადა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ასევე, ქართველი საზოგადოების თვალში, მოატყუოს კიდევ ერთხელ ვენეციის კომისია, მაგრამ ის ვერ შეძლებს ოპოზიციური ერთიანობის დარღვევას", — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს კონსტიტუციის ნაცვლად, ქვეყანა კობახიძის კონსტიტუციას მიიღებს.

„ქართული ოცნება კონსტიტუციას მიიღებს მესამე მოსმენით, იგივე რედაქციით. ალბათ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თავისთავად ცხადია, რომ ქართული ოცნება ვეტოს დასაძლევად მობილიზებას გამოაცხადებს და არ გააანალიზებს მოტივირებულ შენიშვნებს, რაც იქნება წარდგენილი. შემდეგ თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს დაძლეულ ვეტოს, აღმოჩნდება, რომ კონსტიტუციას მხოლოდ კობახიძე აწერს ხელს და მივიღებთ კობახიძის კონსტიტუციას და არა საქართველოსთვის კონსტიტუციას", — განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0