პროკურატურა პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმიანობით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ ფულადი სახსრების შესაძლო არამოზნობრივ გაფლანგვასთან დაკავშირებით.

2004 წელს მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" დააფუძნა. დაარსების დღიდან „იავნანა" ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, შემოსული თანხები მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.

დაკავება - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქე საქართველოში 1,5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს

2006 წელს გაერომ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. 2016 წელს, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნულ გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას", — განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გრძელიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა განცხადება პროკურატურაში გასულ კვირაში შეიტანეს. ვიდეოპორტალ PosTV-ს მიერ ჩატარებული ჟურნალისტული გამოძიების შემდეგ, მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საგამოძიებო ორგანოებს ფონდის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

„კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ "იავნანას" და მის დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს ანდობდა", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი უკვე დაკითხა.

112 - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს

„აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს", — ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

თავის მხრივ, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა გურამ ახალიამ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გავრცელდა ასეთი ცრუ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ტირაჟირება ხდება. მისასალმებელია, საზოგადოებას უნდა გავცეთ პასუხი თუ რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში ფონდ "იავნანაში." ჩვენ მზად ვითანამშრომლოთ პროკურატურის ორგანოებთან, ყველა დოკუმენტს წარვუდგენთ და დოკუმენტებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ გამოიტანს დასკვნას, რომელსაც მივაწვდით საზოგადოებას", — განაცხადა ახალაიამ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ("სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა"), რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0