ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს

გამოწერა
მოსახლეობას იმდენად უჭირს მედიკამენტებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რომ სამინისტროს 15 მლნ ლარის დახარჯვა მოუწია, განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ნოემბერ–დეკემბრის ბიუჯეტი უკვე ცარიელია. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირწმუნება, რომ დეფიციტი უკვე აღწევს 84 მლნ ლარს (დაახლოებით 34.8 მლნ აშშ დოლარი). 

„დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას“. — გნაცხადა ჭიაბერაშვილმა 26 აგვისტოს. 

ასევე ამოწურულია პროგრამა „რეფერალური მომსახურების“ წლიური ბიუჯეტიც, ამტკიცებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. 

მოსახლეობას იმდენად უჭირს მედიკამენტებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რომ სამინისტროს 15 მლნ ლარის დახარჯვა მოუწია, განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას“, — დაამატა ჭიაბერაშვილმა. 

ივნისში, ჯანდაცვის სფეროს მიღწევების დაჯამებისას, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების ხარჯები წლის განმავლობაში თითქმის 20%–ით შეუმცირდა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით: დაახლოებით 3.2 მლნ ადამიანია ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო 530 ათასი კერძო ან კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს. 


ყველა ახალი ამბავი
0