ზურაბ სოტკილავას მოსკოვსა და თბილისში გამოემშვიდობებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ თეატრში გამართული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ ლეგენდარულ საოპერო მომღერალს თბილისში გადმოასვენებენ

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილ საოპერო მომღერალთან ზურაბ სოტკილავასთან გამომშვიდობების ცერემონია თბილისსა და მოსკოვში გაიმართება.

მოსკოვში არტისტთან გამომშვიდობების ცერემონია დიდი თეატრის ისტორიულ შენობაში 20 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ტენორი ზურაბ სოტკილავა

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, თბილისში ზურაბ სოტკილავას 21 სექტემბრის ღამით გადმოასვენებენ.

„თბილისის აეროპორტში ღამის 02:00 საათზე სოტკილავას ცხედარს საპატიო ყარაული დახვდება, საიდანაც მის სახლში (აბულაძის ქუჩა 34, l სადარბაზო) გადაასვენებენ. პანაშვიდები ოჯახში პარასკევამდე გაიმართება", — განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება (დრო ზუსტდება).

ზურაბ სოტკილავას დაკრძალვის ადგილისა და თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავას საქართველოში დაკრძალავენ

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან".

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0