გარდაიცვალა ტენორი ზურაბ სოტკილავა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერის მომღერალს უამრავი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისთვის.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ოპერის მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება რუსული ტელეკომპანია RT დიდი თეატრის გენერალურ დირექტორზე ვლადიმირ ურინზე დაყრდნობით.

გიორგი მარგველაშვილი და ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისთვის დაჯილდოვდა

რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს დაიბადა საქართველოში, ქალაქ სოხუმში.

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში“ გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან“, ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან“, ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან“.

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
მოსკოვში ჩატარდება გალა-კონცერტი "Vivat სოტკილავა"

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.

„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“ ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.

სახელგანთქმულ ტენორს უამრავი ჯილდო ჰქონდა დამსახურებული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისთვის, მათ შორის ღირსების ორდენი – მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0