ზურაბ სოტკილავას საქართველოში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ სოტკილავას ქვრივის განცხადებით, საქართველოში დაკრძალვა მომღერლის სურვილი იყო.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტს, დიდი თეატრის სოლისტ ზურაბ სოტკილავას საქართველოში დაკრძალავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სოტკილავას მეუღლეზე დაყრდნობით.

ზურაბ სოტკილავა მოსკოვში ორშაბათს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ზურაბ ლავრენტის ძეს საქართველოში დაკრძალავენ. ასეთი იყო მისი ნება, ეს იყო მისი სურვილი, რომელზეც იგი დიდი ხანია საუბრობდა. მე და ჩემს გოგონებსაც ეს გვინდა. და, ვფიქრობ, ამას ხელს არაფერი შეუშლის", — განაცხადა სოტკილავას ქვრივმა.

ზურაბ სოტკილავა - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: გული დამწყვიტა ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამ

ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს საქართველოში, ქალაქ სოხუმში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება  „ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის  „რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს  „კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან".

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0