კვირიკაშვილი: საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას

© AP Photo / Sergei Gritsსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანის" ოფიციალურ გახსნაზე ბორდოში საქართველოს პრემიერმა ქვეყნის ეროვნულ იდენტობაში ღვინის როლის შესახებ ისაუბრა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე — საგზაო მოძრაობის. ამიტომაც, ალბათ, საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას.

ასე მხიარულად და უშუალოდ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, სადაც პარასკევს გამოფენა "საქართველო — მეღვინეობის აკვანის" ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

კვირიკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას აუხსნა, რომ ქართული სუფრა — ეს სოციალური თანაარსებობის ერთ-ერთი ქართული სახეა, რომელიც შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.

„თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე — საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობის პრემიერ-მინისტრობას", — იხუმრა კვირიკაშვილმა.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი - Sputnik საქართველო
ჩერნენკო, რესტორანი მთაწმინდაზე და ქალაქკომის მდივნის იღბლიანი თამადობა

ქართველმა პრემიერმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში — მეღვინეობის ციტადელში — ბორდოში მონაწილეობისთვის.

საქართველოში ღვინის კულტია

ღვინო ქართული ეროვნული იდენტობის მთავარი მახასიათებელია, ისევე, როგორც, მაგალითად, ყოველმხრივ დახვეწილი გემოვნება ფრანგულ ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა წვეულებაზე, რომელიც მიეძღვნა გამოფენას "საქართველო — ღვინის სამშობლო".

„მართალია, ღვინო ფრანგული იდენტობის არსებითი ელემენტია და ფრანგებს მეღვინეობის დიდი კულტურა აქვთ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, არსებობს ღვინის კულტი და, რასაკვირველია, მეღვინეობის კულტურაც", — განაცხადა პრემიერმა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში 10-11 ოქტომბერს შვიდი წამყვანი მსოფლიო სპეციალისტი წარადგენს კვლევების შედეგებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

შვიდი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს სხვადასხვა დროს ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ძველი თიხის ჭურჭელში უძველესი ყურძნის წიპწები და ნალექი, რომელიც საბოლოო ჯამში ღვინო აღმოჩნდა.

„ჩვენმა პატარა ერმა თავის მცირე მიწაზე წარმატებით მოახერხა 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის მოშენება და კულტივაცია. სწორედ ამ სფეროში გამოვიჩინეთ ჩვენ ყველაზე დიდი გამჭრიახობა და მივაღწიეთ ყველაზე დიდ წარმატებას", — ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

ქვევრი — საქართველოს სიმბოლოა

ქვევრი ქართული ისტორიისა და კულტურის სიმბოლოა — მისი წარსული ფესვებით მიწაშია, ხოლო მომავალი — ჯერ კიდევ დაღვინების პროცესში, ასე პოეტურად დაახასიათა პრემიერმა ქვევრი.

„მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით, რომლებმაც ათასწლეულების წინ შექმნეს მეღვინეობის ნოუჰაუ სახელწოდებით "ქვევრი". ეს თიხის ჭურჭელი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ჰქონდათ. მეც ასეთ ოჯახთა რიცხვს მივეკუთვნები", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც წესი, ქვევრი ყელამდე მიწაშია ჩაფლული, რაც მასში დაყენებულ ღვინოს, ნიადაგის თვისებების გამო, უნიკალურ გემოს სძენს, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ "იუნესკომ" ქვევრი აღიარა და კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, თუმცა ქართველებისთვის ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.

გამოფენის ოფიციალური გახსნის წინ, ცენტრის მთავარ შესასვლელთან დიდი ზომის ქვევრი დაიდგა. ეს ქვევრი სპეციალურად გამოფენისთვის დამზადდა და ექსპოზიციის მუდმივი ნაწილი გახდება.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ დავდგით ქვევრი — თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ღვინო სისხლის ნაცვლად

ქართული კულტურა გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით — ღვინო გვხდება ყველგან — მუსიკაში, პოეზიაში, ფრესკებში, ქართულ ორნამენტებში, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

„ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა — საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს. ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად ღვინო უჩქეფთ", — განაცხადა მან.

კნუტ ჰამსუნი - Sputnik საქართველო
ადამიანები იქ უფრო ლამაზები, ღვინო უფრო წითელი, მთები კი უფრო მაღალია...

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველები ღვინოს სვამენ არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მის შემდეგაც — არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ღვინის ჭურჭელი.

მისი თქმით, ქართველები ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია მსოფლიოში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი ასე ერთგული თავიანთი რელიგიისა, არის ის, რომ ღვინო ზიარების ძირითადი კომპონენტია.

„ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა დააგემოვნოთ ქართული ღვინო, როგორც საქართველოს ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პირველი მერცხალი

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც "ღვინის ცივილიზაციის ცენტრში" მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. გამოფენა 31 ივლისს დაიწყო, მაგრამ ოფიციალურად ის ხუთშაბათს გაიხსნა. მასშტაბური ღონისძიება 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

© FB / Cité du Vin გამოფენა Cité du Vin-ში
Выставка в Cité du Vin  - Sputnik საქართველო
გამოფენა Cité du Vin-ში

ქართული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, არტეფაქტების ასლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

ექსპოზიციის სტუმრები ნახავენ ღვინის მარნის იმიტაციას, რომელიც აჩვენებს, როგორ არის შენარჩუნებული ქართულ ეთნოგრაფიაში ღვინისადმი საკრალური დამოკიდებულება.

ექსპოზიცია სიმბოლურად ასახავს ქართული ღვინის 8000-იანი ისტორიის გზას და ქართული მეღვინეობის ტრადიციების უწყვეტობას, მისი გვირგვინია ნიკო ფიროსმანის შედევრი "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", რომელიც ქართული სუფრის ტრადიციებს ასახავს.

გამოფენის თანაორგანიზატორებია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. პროექტის მხარდამჭერებია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია "ქართული ღვინო" და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი).

ყველა ახალი ამბავი
0