ლეიშმანიოზით დაინფიცირების შემთხვევებს შემოდგომის ბოლოს გამოავლენენ

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადგან დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება, ზაფხულში ლეიშმანიოზით დაავადებულ ადამიანებს პირველი ნიშნები ნოემბრის ბოლოს შეიძლება გამოაჩნდეთ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები ლეიშმანიოზით დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომის ბოლოს ელოდებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსზე ხათუნა ზახაშვილზე დაყრდნობით.

ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტები ინფიცირებული მოსკიტების კბენისას გადადის. მოსკიტების კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევარში იწყება, ხოლო დაავადება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემოდგომის ბოლოს ვლინდება. ლეიშმანიოზით, ძირითადად, ბავშვები ავადდებიან, აღნიშნა ზახაშვილმა.

სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
საშიში ვირუსი დენგე: ვითარება საქართველოში

"ბავშვთა ასაკში ეს არის გაურკვეველი ტიპის, უმთავრესად ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც ხშირად დიაგნოზის დასმა ძნელია. დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველზე ხდება. ამდენად, ექიმისადმი დროული მიმართვა და გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია", — განაცხადა ზახაშვილმა და დასძინა, რომ არასწორი მკურნალობის შედეგად ცხელება მეორდება და ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

ზრდასრულებში ლეიშმანიოზის შემთხვევები ისე ხშირი არ არის, როგორც ბავშვებში, აღნიშნა ზახაშვილმა. მან მშობლებს მოუწოდა, პირველივე ნიშნების გამოვლენისას და მაღალი ტემპერატურის დროს დროულად მიმართონ ექიმს.

"სპეციალისტი განსაზღვრავს, არის თუ არა დაავადება რესპირატორული, ენტეროვირუსული თუ პარაზიტული", — აღნიშნა ზახაშვილმა.

თბილი ამინდის გამო ლეიშმანიოზის გადამტანების აქტიურობა თვის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს, ასე რომ, ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ არსებობს, განაცხადა ზახაშვილმა.

ინფიცირებული პატარა მწერები, ძირითადად, დაავადებული ცხოველების გარშემო ფრენენ. ქალაქის შემთხვევაში ეს ძაღლებია.

ძროხა - Sputnik საქართველო
აჭარაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საშიში ვირუსი გაუჩნდა

ლეიშმანიოზის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ცალკეული შემთხვევები აღმოჩნდა იმერეთშიც. 2017 წლის დასაწყისიდან სულ დარეგისტრირდა 23 შემთხვევა.

"რამდენიმე წლის წინ ლეიშმანიოზის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა — 100-დან 180-მდე. 2015 წელს — 63 შემთხვევა იყო, 2016 წელს — 53. შემთხვევების შემცირება, სავარაუდოდ, ცხოველების მოვლის პროცესის გაუმჯობესებას უკავშირდება", — განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობილია ლეიშმანიოზის ორი ძირითადი ფორმა: კანისა და ვისცერული. იწვევს უმარტივესთა ტიპის ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ლეიშმანია. გადამტანია ფლებოტმუსი. არჩევენ კანის ლეიშმანიოზის ორ ფორმას: ქალაქის ლეიშმანიოზი და სოფლის ლეიშმანიოზი. კანის ლეიშმანიოზის დროს ნაკბენ ადგილზე წარმოიქმნება ლეიშმანიომა, რომელიც წყლულდება, ხოლო ინფექციის მოხვედრისას ვითარდება ძირმაგარის ტიპის აბსცესი.

ყველა ახალი ამბავი
0