აჭარაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საშიში ვირუსი გაუჩნდა

© photo: Sputnikძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისი რესურსი არსებობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სპეციალისტებმა აჭარის სამ რაიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნოდულარული დერმატიტით დაავადების შემთხვევები გამოავლინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პირველი შემთხვევები ხულოს რაიონში გამოავლინეს. რამდენიმე დღეში კი დაავადება, რომელიც საშიშ ვირუსულ პათოლოგიებს განეკუთვნება, შუახევსა და ქედაშიც გამოჩნდა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის

საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს კახეთში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის საკმარისი რესურსი არსებობს.

ნოდურალური დერმატიტით ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ის არ გადადის ადამიანზე. დაავადება გადააქვს მწერებს, ამიტომ დაავადება სწრაფად ვრცელდება. დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს ფრინველიც.

ნოდურალური დერმატიტი ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ყალიბდება კანქვეშა კვანძები, საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0