ლევან დავითაშვილი: აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის

© FB / Merab Okudjavaაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის 12 მილიონი ლარი გამოყო

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მოსახლეობა თვითონ უნდა იყოს ჩართული ყველა ღონისძიებაში, რომელიც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მავნებელი ადამიანისთვის საშიში არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა სრული სვლით მიმდინარეობს, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა სოცილაურ ქსელებში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზედაც კარგად ჩანს, რომ მავნებელმა არამარტო ბაღები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც გაავსო.

„მოსახლეობა თვითონ უნდა იყოს მობილიზებული მავნებელთან ბრძოლის საკითხებში და ჩვენ რა თქმა უნდა მოვამარაგებთ ინფორმაციით, რათა ვიცოდეთ სწორად რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, ეს არის რთული პრობლემა ყველგან, სადაც ეს მავნებელი არის დაფიქსირებული… ასევე აღვნიშნავ, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობა დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტმა და განმარტა, რატომ არის საშიში ამ პროცესში ავიაციის გამოყენება.

„ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ეს არის მავნებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავრცელების არეალი. მაგრამ ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ წამლობაზე და აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი დეტალი“, — აღნიშნა დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, შესაძლოა ვერტმფრენების გამოყენებით შეიწამლოს, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 12 მილიონი ლარი გამოყო აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანისა და თხილის მოსავლის 70%-მდე განადგურება შეუძლია.

მანამდე Sputnik-საქართევლოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მკითხველს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები გაუზიარა და ადგილობრივ ფერმერებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0