კვირიკაშვილი ბორდოში ქართული ღვინის რეკლამისთვის გაემგზავრა

© Sputnik / Anna Yarovikova ანა იაროვიკოვაქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ცივილიზაციის ცენტრის მთავარ შესასვლელში ქართული ქვევრი განთავსდება.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ ოფიციალურად გახსნის გამოფენას "საქართველო — მეღვინეობის აკვანი", აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს ხსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

გამოფენა 31 ივლისს დაიწყო, მაგრამ ოფიციალურად ის ხუთშაბათს გაიხსნება. მასშტაბური ღონისძიება 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ქვევრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოეს

ქართული გამოფენის ფარგლებში იუნესკოს მიერ "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით „ღვინის ცივილიზაციის ცენტრის“ ცენტრალურ შესასვლელში სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი განთავსდება, რომელიც ექსპოზიციის მუდმივი ნაწილი გახდება.

14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ცენტრში მნახველები ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაეცნობიან ღვინის ცივილიზაციის ისტორიას და მეღვინეობის უახლეს მიღწევებს.

ქართული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, არტეფაქტების ასლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. გამოფენა ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ რვაათასწლიან ისტორიას ასახავს.

საქართველო — ღვინის სამშობლო

დარგის შვიდმა წამყვანმა სპეციალისტმა სამწლიანი კვლევის შედეგად დაადასტურა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ისინი კვლევის შედეგებს 10-11 ოქტომბერს ბორდოს „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში წარმოადგენენ.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

ექვსი მეცნიერი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორის, ბიოქიმიკოსისა და ღვინის ისტორიკოსის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მათ დეტალურად შეისწავლეს სხვადასხვა დროს მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის, ყურძნის უძველესი წიპწები, თიხასა და თიხის ჭურჭელზე დანალექი მჟავა, რომელიც საბოლოოდ ღვინო აღმოჩნდა.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0