საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოეს

გამოწერა
საქართველოში ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომლის ფარგლებში ქვევრის ღვინის საუკეთესო მწარმოებლები დააჯილდოეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებით დასრულდა — ღონისძიებაზე წარმოდგენილი 150 სახეობის ღვინიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლისა და 29-მ — ბრინჯაოს მედალი მიიღო, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ღვინის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
ღვინის ექსპორტი იზრდება — ლიდერობს „ქინძმარაული“

კონკურსზე, რომელიც ღვინის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა, წარმოდგენილი იყო ღვინოები საქართველოდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიება იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის ტერიტორიაზე ჩატარდა.

კონკურსში მხოლოდ ღვინის ქვევრში მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ჟიური ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული.

ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა "საქართველო — ღვინის აკვანი" იმართება.

კონკურსის მიზანია მსოფლიოს წარუდგინოს ქვევრში დამზადებული საუკეთესო ღვინოები, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, ამავე დროს, კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებდა.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია ასოციაცია,,ქართული ღვინო", მხარდაჭერები — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებდენ.

გამოფენა Cité du Vin-ში - Sputnik საქართველო
გაცოცხლებული ქართული ღვინის ისტორია ბორდოში

ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0