თბილისში ბანკის გაძარცვას შეეცადნენ

გამოწერა
ბანკის დაცვის თანამშრომლებმა დანაშაულის აღკვეთა შეძლეს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი „TBC ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ბანკის დაცვის თანამშრომლებმა თავდასხმის აღკვეთა მოახერხეს, მათ განგაშის ღილაკს ხელი დააჭირეს, რის შემდეგაც დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0