შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

© FB / Dato Shalikashviliმოჭრილი ხე
მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა მხილებულ პირთა ავტომობილებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და ფიცრები ამოიღეს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო კი დალუქეს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა 1-11 სექტემბრის პერიოდში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხის ჭრა - Sputnik საქართველო
სურამში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველებმა მხილებულ პირთა ავტომობილებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და ფიცრები ამოიღეს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო კი დალუქეს, საიდანაც სამართალდამცველებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი და სხვადასხვა ჯიშის ხის მასალა ამოიღეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0