თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სურამში ტყის მასშტაბური განადგურების ფაქტი გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi2).
როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი კვირაა ტყეს სურამის მიმდებარედ ინტენსიურად ჭრიან. გავრცელებული ინფორმაციით, ხეებს სოფელ ახალდაბის მკვიდრი მოსახლეობა ჭრიდა და სამასალე მორებად გაჰქონდა.
ეჭვმიტანილები ამ დროისათვის დაკავებულები არიან. მოჭრილია 60-დან 200-მდე ხე, თუმცა სატყეო სამსახური ზარალს ამ დრომდე აზუსტებს.
ადგილობრივებმა დაკავებულების ვინაობა არ იციან, თუმცა მომხდარს ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ.