საქართველო-თურქეთის საზღვარზე „საცობებია“

© Sputnik / Seyran Baroyanსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მხარეს მდებარე გამშვები პუნქტი, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გამო, შეზღუდვებით მუშაობს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი „საცობი“ თურქულ მხარეზე შექმნილი პრობლემითაა გამოწვეული, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
„სარფის“ საბაჟოზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე 24/7 რეჟიმით მუშაობს. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო საბაჟო პროცედურები ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს", — ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს, გაითვალისწინონ „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარება და/ან ისარგებლონ სხვა არსებული გამშვები პუნქტებით — „კარწახი“ და „ვალე.

თუ რა მდგომარეობაა შექმნილი საქართველო-თურქეთის საზღვარზე, შესაბამისი ინფორმაციის გაგება ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ონლაინ-რეჟიმში.

ყველა ახალი ამბავი
0