სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ოქმი გადაეცა

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კანონი არ დაურღვევია უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას, რომელსაც თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის, უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს გადასცეს ოქმი უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ.

ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისთან" ოქმის გადაცემის დროს იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და თავად სააკაშვილი, რომელმაც პრესკონფერენცია მოიწვია.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ოქმი უკანონოდ გადასცეს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. ის შემდეგ ავტობუსით ლვოვის მიმართულებით გაემართა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რადგან სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლია.

შედეგად სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

"ჩემ წინააღმდეგ პირველივე წუთებში მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. კანონი ყოველდღე, ყოველ საათში ირღვევა. ჩემთვის არასასიამოვნოა, როდესაც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა და ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს დონბასში შეჭრას ადარებენ… მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა. არ არსებობს არანაირი ვითარება, რომ კანონი დავარღვიე. მივმართავ პოროშენკოს (უკრაინის პრეზიდენტს) და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ დანაშაულებრივი მოქმედებების ჩადენას: ისინი ვერ შეცვლიან ჩემ პოზიციას", — განაცხადა სააკაშვილმა, რომლის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცა მისი პარტიის Рух новых сил Facebook-გვერდზე.

სააკაშვილს უფრო ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში და ყველანაირად შეეცდება ამ ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნებას.

ყველა ახალი ამბავი
0